თავში

ბელარუსმა სპორტსმენმა პოლონეთში თავშესაფარი მოითხოვა - განახლებულია

ბელარუსმა სპორტსმენმა პოლონეთში თავშესაფარი მოითხოვა
ბელარუსმა სპორტსმენმა პოლონეთში თავშესაფარი მოითხოვა - განახლებულია

ბელარუსმა სპორტსმენმა კრისცინა ციმანოვსკაიამ პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით პოლონეთს მიმართა.

-09:51-

ბელარუსი მორბენალი კრისტინა ციმანოვსკაია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე უარს აცხადებს და ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

მისი თქმით, ის ტოკიოს აეროპორტში საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანეს და ბელარუსში აგზავნიდნენ, რის გამოც მან დახმარებისთვის იაპონელ პოლიციელებს მიმართა.

ციმანოვსკაია ამტკიცებს, რომ ოლიმპიადიდან ის იმიტომ მოხსნეს, რომ ის საესტაფეტო გარბენში მონაწილეობის წესს აპროტესტებდა. ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტი, რომელსაც ქვეყნის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკო, ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ციმანოვსკაიას ოლიმპიადაში მონაწილეობის შეჩერება "ექიმების გადაწყვეტილებით, მისი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო" მოხდა.

ამასთან ჩეხეთი და პოლონეთი უკვე აცხადებენ, რომ მზად არიან, სპორტსმენს ვიზა შესთავაზონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system