თავში

ბელარუსი უცხო ქვეყნის მოქალაეებისათვის საზღვრებს კეტავს

ბელარუსი უცხო ქვეყნის მოქალაეებისათვის საზღვრებს კეტავს
ბელარუსი უცხო ქვეყნის მოქალაეებისათვის საზღვრებს კეტავს

ბელარუსი 1 ნოემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლას ზღუდავს. სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭომ მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ბელარუსის საზღვრის გადაკვეთა დროებით აიკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საგზაო გამშვებ პუნქტებზე, გამარტივებულ საგუშაგოებზე, სარკინიგზო სადგურებზე და  პორტებში.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, დიპლომატიური პასპორტის მქონე უცხოელებზე, ბინადრობის ნებართვის ან მუშაობის ნებართვის მქონე პირებზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც ბელარუსის გავლით სამშობლოში ბრუნდებიან და რუსეთის დელეგაციის წევრებზე.

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება მათზე, ბელარუსის მოქალაქეების მეუღლეებზე, მშობლებსა და შვილებზე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 98 482 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 980-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system