თავში

ბელარუსიდან პოლონეთში მიგრანტების ორი ჯგუფი შეიჭრა

​ბელარუსიდან პოლონეთში მიგრანტების ორი ჯგუფი შეიჭრა
ბელარუსიდან პოლონეთში მიგრანტების ორი ჯგუფი შეიჭრა

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა. ინფორმაციას სასაზღვრო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით Polskie Radio Białystok ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ორივე შემთხვევაში ღობეები ძალის გამოყენებით იყო გატეხილი. თითო ჯგუფში, სულ მცირე, რამდენიმე ათეული ადამიანი შედიოდა.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანი სასაზღვრო ზოლში დააბრუნეს.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system