თავში

ბელარუსის მედიამ რომან პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელა

ბელარუსის მედიამ რომან პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელა
ბელარუსის მედიამ რომან პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელა

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, ტელეგრამარხ Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, რომან პროტასევიჩის ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია გაკეთებული.

პროტასევიჩი ამბობს, რომ მას "მაქსიმალურად კორექტულად და კანონის ფარგლებში ეპყრობიან".

ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტზე აღიარებით ჩვენებებს აძლევს.

ამასთან, პროტასევიჩის თქმით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system