თავში

ბელარუსის ქალაქი მუხლუხებმა შეიპყრეს

​ბელარუსის ქალაქი მუხლუხებმა შეიპყრეს
ბელარუსის ქალაქი მუხლუხებმა შეიპყრეს
© media-polesye.by

ბელარუსის ქალაქ ლუნინეცში სამი დღით კარანტინი გამოცხადდა, რადგან მას დიდი რაოდენობით აბრეშუმის მუხლუხი და ამერიკული თეთრი პეპელა შემოესია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სპეციალისტების თქმით, ქალაქში უკვე დაიწყო ინფიცირებული ხეების მოჭრა და დაწვა, თუმცა მუხლუხებმა სახლებსა და მაღაზიებში გადაინაცვლეს და პარკებში სკამები გაავსეს.

ახლა სპეციალისტები მუხლუხების ბუდეების დადგენას და მათ დროულ განადგურებას ცდილობენ. რისკის ზონაში არსებულ ზედაპირებს კი სპეციალური ინსექტიციდებით და გამოყენებისთვის დამტკიცებული ბაქტერიული პრეპარატებით ამუშავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system