თავში

ბელარუსის ოპოზიცია 9 მაისს აქციას გამართავს

ბელარუსის ოპოზიცია 9 მაისს აქციას გამართავს
ბელარუსის ოპოზიცია 9 მაისს აქციას გამართავს

ბელარუსის ოპოზიცია დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს აქციას გეგმავს.  ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეების თქმით, აქციების მიზანი არჩევნების გაყალბების გაპროტესტება და ბელარუსი ხალხისთვის არსებული რეჟიმის მიუღებლობის ჩვენება იქნება.

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, პაველ ლატუშკომ ბელარუსში არსებულ ვითარებას ყველაზე მძიმე ტერორი უწოდა, რაც კი ევროპას 40 წლის განმავლობაში უნახავს და ევროკავშირს უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტით, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system