თავში

ბელარუსის ოპოზიცია ფართომასშტაბიან პროტესტს აანონსებს

​ბელარუსის ოპოზიცია ფართომასშტაბიან პროტესტს აანონსებს
ბელარუსის ოპოზიცია ფართომასშტაბიან პროტესტს აანონსებს

ბელარუსში დღეს საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქციები განახლდება. 11 აგვისტოდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვა იგეგმება. ოპოზიციის სამოქმედო გეგმას ოპოზიციური NEXTA Live აქვეყნებს. არხი ჟურნალისტ სტეპან პუტილოს ეკუთვნის. გეგმაში ასევე მითითებულია სამართალდამცავებთან დაპირისპირების შემთხვევაში მოქმედების წესები.

ფართომასშტაბიანი გეგმა მოვლენათა განვითარების  ყველა შესაძლო ვარიანტს ითვალისწინებს, მათ შორის  ლუკაშენკოს გამარჯვების შემთხვევაში სამოქმედო ნაბიჯებსაც.  
დღესვე მინსკში ევროკავშირის ელჩების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. დიპლომატებმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, ელჩები შეშფოთებულები არიან ბელორუსში მიმდინარე პროცესებით. ჩაპუტოვიჩის თქმით, მან პოლონეთის ელჩთან დაკავშირება მხოლოდ თანამგზავრული კავშირით შეძლო. კომუნიკაციის საშუალებები ბელარუსში, შექმნილი ვითარების გამო, შეფერხებულია.

საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმათა 80,23% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერი ბლოგერის სერგეი ციხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი 9,9% .

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და საპროტესტო აქციებს მართავს.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევო კომისია კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system