თავში

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს, მარია კოლესნიკოვას ხელისუფლების ხელში ჩაგდების ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის შესახებ საჯარო მოწოდებებისთვის ბრალი წაუყენა. მას ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

„დღეს გამომძიებლებმა მარია კოლესნიკოვას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით, რომელიც მედიასაშუალებებისა და ინტერნეტის გამოყენებით ისეთი ქმედებების შესრულებისკენ მოწოდებებს შეიცავს, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული. იგი პატიმრობში რჩება. გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებში.

9 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ. 7 სექტემბერს მინსკში ოპოზიციის ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. მეორე დღეს მისი უკრაინაში იძულებით გადაყვანა სცადეს, მაგრამ მან საზღვარზე თავისი პასპორტი დახია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system