თავში

ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახო
ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

ბელარუსის პოლიციამ, დედაქალაქში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, ჰაერში რეზინის ტყვიები გაისროლა. ამის შესახებ ინფორამციას TUT.by ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ კარაბინიდან გასროლა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა. 

სამართალდამცავებმა პარტიზანების გამზირზე მინსკში ჰაერში რეზინის ტყვიები ისროლეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა მათ ტრანსპორტს ქვები დაუშინეს. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system