თავში

ბელარუსის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

​ბელარუსის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
ბელარუსის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 13 აპრილს ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბელარუსისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ორ შეხვედრას გამართავენ. არაოფიციალურ აუდიენციაზე ისინი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

ოფიციალური მოლაპარაკებების დროს ძირითადი საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური მოლაპარაკებები იქნება. საუბარი ასევე ჯანდაცვის, სამეცნიერო-ტექნიკურ, საგანმანათლებლო და ტურისტულ სფეროებში თანამშრომლობას შეეხება.

მხარეები ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერასაც გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system