თავში

ბელარუსის სახელმწიფო რესურსებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ბელარუსის სახელმწიფო რესურსებზე კიბერშეტევა განხორციელდა
ბელარუსის სახელმწიფო რესურსებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ქვეყნის სახელმწიფო რესურსებზე DDoS-ის ტიპის კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას ბელორუსის კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ღამით 22:00 საათზე BY-NET ქსელის ინფრასტრუქტურაზე DDoS-ის ტიპის კიბერშეტევა განხორციელდა.

განცხადების თანახმად, შეტევა ასევე განხორციელდა  კგბ-სა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდებზე.

ამავე დროს, ხმის მიცემის პროცესის დამოუკიდებელი მონიტორინგის საიტის Zubr.in-ის ცნობით, დღეს შეფერხდა მათი პლატფორმის მუშაობაც.

დღეს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდა ბელარუსის მოსახლეობასაც.

შეგახსენებთ, დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ბელარუსის პრეზიდენტობისათვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოც, რომელიც უკვე 26 წელია ქვეყნის სათავეშია. 

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში დაძაბულობებისა და არეულობის ფონზე იმართება. არჩევნებს თან ახლავს მთელი რიგი სკანდალები, მათ შორის ოპოზიციონერების დაპატიმრებები და მასობრივი პროტესტი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი მეექვსე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system