თავში

ბელარუსმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა

ბელარუსმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა
ბელარუსმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა

ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების მიზეზად ევროკავშირის სანქციებია დასახელებული, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შედეგად დაწესდა.

გარდა ამისა, ბელარუსი ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ გაფორმებულ შეთანხმების შეჩერების პროცედურებს იწყებს.

ბელარუსმა ასევე გამოიწვია თავისი წარმომადგენელი ევროკავშირიდან და მოუწოდა ბრიუსელს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგას. ასევე მინსკმა დააწესა შეზღუდვები ევროკავშირის იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემუშავებაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system