თავში

ბელარუსს ახალი პრემიერი ჰყავს

​ბელარუსს ახალი პრემიერი ჰყავს
ბელარუსს ახალი პრემიერი ჰყავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დანიშნა.

მანამდე ის ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გოლოვაჩენკო თანამდებობაზე სერგეი რუმასს შეცვლის, რომელიც მინისტრთა საბჭოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა 3 ივნისს დაითხოვა.

მაისის ბოლოს, ბელორუსის ლიდერმა გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი მთავრობის ფორმირებას აპირებდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system