თავში

ბელარუსს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

​ბელარუსს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
ბელარუსს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიქტორ ხრენინი დანიშნა, რომელიც მანამდე შეიარაღებული ძალების დასავლეთის ოპერატიული სარდლობის ჯარებს ხელმძღვანელობდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ადნრეი რიავკოვი ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ეს პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც სტანისლავ ზასია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურ მდივნად გადავიდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ალექსანდრე ვოლფოვიჩი დაინიშნა, რომელიც მანამდე გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system