თავში

ბელარუსში 26 ოქტომბრიდან საყოველთაო გაფიცვა დაიწყება

ბელარუსში 26 ოქტომბრიდან საყოველთაო გაფიცვა დაიწყება
ბელარუსში 26 ოქტომბრიდან  საყოველთაო გაფიცვა დაიწყება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ციხანოვსკაიას განცხადებით, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში საერთო სახალხო გაფიცვა დაიწყება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

ციხანოვსკაია აღნიშნავს, რომ "სახალხო ულტიმატუმს", რომლის მთავარ მოთხოვნას პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომა წარმოადგენდა, ხელისუფლების მხრიდან ძალადობა მოჰყვა. 

”რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი ერთადერთი იარაღი ძალადობაა, ამიტომ ხვალ, 26 ოქტომბერს, სახალხო გაფიცვა დაიწყება”, - წერს ციხანოვსკაია.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა დღეს ამოიწურა.

ულტიმატუმი სამი მოთხოვნისგან შედგებოდა: ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დემოსტრანტები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრიდან "სახალხო ულტიმატუმის" მონაწილეები საყოველთაო გაფიცვას გამოაცხადებენ. ამასთან მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეები არ ისარგებლებენ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით, შეწყვეტენ საქონლის შეძენას სახელმწიფო მაღაზიებში და დაიწყებენ გზების ბლოკირებას.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system