თავში

ბელარუსში 950-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული

​ბელარუსში 950-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული
ბელარუსში 950-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად არის აღიარებული

ბელარუსი უფლებადამცველების განცხადებით, პოლიტიკური მოტივებით კიდევ 9 ადამიანი დააკავეს. ამრიგად, პოლიტპატიმრად აღიარებული პირების რიცხვმა 942 შეადგინა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნა" ავრცელებს.

ამავდროულად, 15 სხვა ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ასეთი ადამიანების დახმარებაში, მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი ათას ადამიანს აჭარბებს. ოქტომბრის ბოლოს, როდესაც "ვესნას" სიაში 833 ადამიანი იყო, მათ ბელარუსში უკვე 1021 პოლიტპატიმარი დათვალეს.

უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები შეწყვიტონ.

ცნობისთვის, 2020 წელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებზე არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. აქციები ჩაახშეს, ოპოზიციის წინააღმდეგ კი რეპრესიები ტარდება. ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმურობას დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system