თავში

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები კვლავ გრძელდება

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები კვლავ გრძელდება
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები კვლავ გრძელდება

ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

8 ნოემბერს, მინსკში გამართულ აქციაზე დაკავებები უკვე დაიწყო. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tut.by-ის ცნობით, უკვე დააკავეს 10-მდე ადამიანი. მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს მისდევენ.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები მინსკში, თავისუფლების მოედანზე  ჟურნალისტებსა და გამვლელებს არ უშვებენ. 

Belsat-ის ცნობით, ქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ძალების 100 წარმომადგენელი მივიდა.

მინსკის მეტროს რამდენიმე სადგურები დაკეტილია. 

მინსკის ცენტრში წყლის ჭავლები და სპეცდანიშნულების ტექნიკა შენიშნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system