თავში

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 114 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 114 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 114 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, 12 სექტემბერს გამართულ არასანქცირებულ ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცავებმა 114 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 99 ადამიანი დედაქალაქში დააკავეს. ამასთან, რამდენიმე დაკავებული "ქალების მარშის" მონაწილეა. 

საერთო ჯამში, გუშინ ბელარუსის მასშტაბით  აქციები სამ ქალაქში გაიმართა. მასში მონაწილეობა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system