თავში

ბელარუსში გასულ თვეში 1 139 აქტივისტი დააკავეს

ბელარუსში გასულ თვეში 1 139 აქტივისტი დააკავეს
ბელარუსში გასულ თვეში 1 139 აქტივისტი დააკავეს

ბელარუსის უფლებადამცველთა ორგანიზაცია "ვიასნას" ინფორმაციით, მარტის თვეში გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე სამართალდამცავებმა 1 139 დემონსტრანტი დააკავეს. 

DW-ის ცნობით, აქედან 841 ადამიანი მინსკში დააკავეს. ასევე, როგორც უფლებადამცველთა ორგანიზაცია აღნიშნავს, დაკავებულთა შორის სულ მცირე 36 ჟურნალისტია.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system