თავში

ბელარუსში ოპოზიციის დროშის ნაცისტურ სიმბოლიკად გამოცხადებას გეგმავენ

​ბელარუსში ოპოზიციის დროშის ნაცისტურ სიმბოლიკად გამოცხადებას გეგმავენ
ბელარუსში ოპოზიციის დროშის ნაცისტურ სიმბოლიკად გამოცხადებას გეგმავენ

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნის ოპოზიციური მოძრაობის ლოზუნგი და თეთრ-წითელ-თეთრი დროშა აკრძალული ნაცისტური სიმბოლიკიდა და ატრიბუტიკის სიაში შევიდეს. შესამაბისი აქტის პროექტი ქვეყნის "კა-გე-ბეს" გაეგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის ჟურნალისტთა კავშირი ავრცელებს.

დროშის გარდა, საუბარია სლოგანზე "Жыве Беларусь".

ამასთან, ბრესტის ოლქის პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ბელარუსის ორი ოპოზიციური Telegram-არხი გამოცხადდა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა, რაც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ რეპრესიებს და ადამიანების დაპატიმრებებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system