თავში

ბელარუსში "სახალხო ტრიბუნალის მარში" მიმდინარეობს

ბელარუსში "სახალხო ტრიბუნალის მარში" მიმდინარეობს
ბელარუსში სახალხო ტრიბუნალის მარში მიმდინარეობს

ბელორუსში, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, "სახალხო ტრიბუნალის მარში" მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tut.by იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობები იმართება, როგორც დედაქალაქ მინსკში, ასევე სხვა ქალაქებშიც. 

მინსკის ცენტრში სპეცდანიშნულების ტექნიკაა მობილიზებული.

სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს აქციის 18 მონაწილე.  

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system