თავში

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 50-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 50-მდე ადამიანი დააკავეს
ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 50-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში 18 ოქტომბერს გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცავებმა 50-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო TUT.by ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს ბელარუსის ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავს. ამასთან დაკავშირებით, ბელარუსის დედაქალაქში დილიდან გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები. დაცულია ცენტრალური მოედნები. მინსკში შეიზღუდა მობილური ინტერნეტის მიწოდება.

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციების დაწყებამდე სპეცტექნიკა და სამხედრო ავტომანქანები შეიყვანეს. მინსკის სხვადასხვა უბანში წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system