თავში

ბელარუსში საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
ბელარუსში საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში, 6 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები ბელარუსის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

Reuters-ის ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში წყლის ჭავლები გამოჩნდა.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ცნობისთის, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "შავი სია" გააფართოვა. ბელარუსელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის გარდა კიდევ 15-მა ქვეყანამ შემოიღო.

აშშ ბელარუსში მასობრივ დაკავებებს გმობს და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და სხვა მშვიდობიანი დემონსტრანტები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system