თავში

ბელარუსში საპროტესტო აქციის 150-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო აქციის 150-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
ბელარუსში საპროტესტო აქციის 150-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსში, 29 ნოემბერს, "მეზობელთა მარშის" სახელით ცნობილი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა 159 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი უფლებადამცველთა ცენტრი "ვესნა" ავრცელებს.

მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის პოლიციის განყოფილება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

ქალაქ მინსკში "მეზობლების მარშის" დაყებამდე გაითიშა მობილური ინტერნეტის მიწოდება, დაიხურა მეტროს სადგურები, ხოლო დედაქალაქის ქუჩებში სპეცდანიშნულების ტექნიკა გამოჩნდა.

"ვესნას" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ცნობისთის, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "შავი სია" გააფართოვა. ბელარუსელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის გარდა კიდევ 15-მა ქვეყანამ შემოიღო.

აშშ ბელარუსში მასობრივ დაკავებებს გმობს და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და სხვა მშვიდობიანი დემონსტრანტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system