თავში

ბელარუსში საპროტესტო აქციის 70 მონაწილე დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო აქციის 70 მონაწილე დააკავეს
ბელარუსში საპროტესტო აქციის 70 მონაწილე დააკავეს

ბელარუსში, 13 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა დაახლოებით 70 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ბელარუსის უფლებადამცველთა ცენტრ "ვესნაზე" დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო მსვლელობები ბელარუსის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა და მასში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვიდან დღემდე, ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 30 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system