თავში

ბელარუსში ტელეგრამ-არხის გამო 24 ადამიანი დააკავეს

​ბელარუსში ტელეგრამ-არხის გამო 24 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში ტელეგრამ-არხის გამო 24 ადამიანი დააკავეს

ბელარუსის ქალაქ გომელში ხელისუფლების მიერ აკრძალულ ტელეგრამ-არხებზე ხელმოწერის გაფორმების გამო 24 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutche Welle ავრცელებს.

აღნიშნული არხები ბელარუსში ექსტრემისტულად არის აღიარებული. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების წინააღმდეგ ექსტრემისტული საქმიანობის მოწოდებისა და პროპაგანდისთვის ოქმები შედგა. ერთ-ერთ დაკავებულს 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბელარუსში ექსტრემისტულებად 100 ტელეგრამ-არხია გამოცხადებული. მათ შორის არიან Nexta Live, Nexta და Luxta, ასევე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ტელეგრამ-არხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system