თავში

ბელარუსში წინასაარჩევნო პიკეტების მოწყობისთვის 270 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში წინასაარჩევნო პიკეტების მოწყობისთვის 270 ადამიანი დააკავეს
ბელარუსში წინასაარჩევნო პიკეტების მოწყობისთვის 270 ადამიანი დააკავეს

ბელარუსის რამდენიმე ქალაქში წინასაარჩევნო პიკეტის გამართვისთვის დაახლოებით 270 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობისა და დისტანცირების წესების დარღვევის გამო დააკავეს.

დემონსტრანტებმა ე.წ. "სოლიდარობის ჯაჭვი" მოაწყვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პრეზიდენტობის კანდიდატისა და „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტორ ბაბარიკოს.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ ბაბარიკოს "ბელგაზპრომბანკის საქმესთან" დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, ამ დროისათვის არ საუბრობენ თუ რა მუხლით აქვს პოლიტიკოსს ბრალი წაყენებული.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობას 6 კანდიდატი მიიღებს, მათ შორის, ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და დაკავებული ვიქტორ ბაბარიკო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system