თავში

ბელარუსში ჟურნალისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო

ბელარუსში ჟურნალისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო
ბელარუსში ჟურნალისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო

ბელარუსში ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო არასახელმწიფო მედიასაშუალებების იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც 11 ოქტომბერს საპროტესტო აქციას აშუქებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჟურნალისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე 15 ჟურნალისტი დააკავეს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ოლგა ჩემოდანოვა კი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა 14 ჟურნალისტი დააკავეს და "ყველაფერი კარგად იქნება".

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ 9 აგვისტოს შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტების მოთხოვნას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და აქციის დროს დაზარალებული პირების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაც წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system