თავში

ბელგია AstraZeneca-ს ქარხანას ამოწმებს

​ბელგია AstraZeneca-ს ქარხანას ამოწმებს
ბელგია AstraZeneca-ს ქარხანას ამოწმებს

ბელგიის მარეგულირებელმა ორგანოებმა AstraZeneca-ს ქარხნის მიმართ გამოძიება დაიწყო, რომელიც ბრიუსელთან ახლოს მდებარეობს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფილური სააგენტოს წარმომადგენლები ობიექტს ეწვივნენ, აიღეს ნიმუშები და ჩანაწერები და უახლოეს დღეებში საწარმოს შეამოწმებენ.

ინგლისურ-შვედურმა კომპანიამ AstraZeneca განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მარტის ბოლოსთვის დაგეგმილი 100 მილიონი დოზიდან მხოლოდ 25%-ის მიწოდებას შეძლებს. კომპანიამ მიწოდების შემცირება ბელგიურ ობიექტზე წარმოებითი პრობლემებით ახსნა.

ამასთან, AstraZeneca-მ ბრიტანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ მისთვის კვირაში ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს, რათა წარმატებით შეასრულოს 100 მილიონი დოზის შეკვეთა.

ევროკომისიამ კომპანიის განმარტებები ევროკავშირში მიწოდებების შემცირების შესახებ ეჭვქვეშ დააყენა და სურს იცოდეს, იყო თუ არა ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული დოზები ბოლო კვირების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში გადაგზავნილი.

AstraZeneca-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ ევროკავშირის გვიანი გადაწყვეტილება ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით მას მანევრისთვის დიდი სივრცე არ დაუტოვა, მაშინ, როდესაც ბრიტანეთთან კონტრაქტი ევროპულ შეთანხმებამდე 3 თვით ადრე იყო გაფორმებული.

მოსალოდნელია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ევროპის წამლების სააგენტო პარასკევს გასცემს ნებართვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system