თავში

ბელგია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის

​ბელგია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის
ბელგია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის

საპარლამენტო განხილვების შემდეგ, ბელგიის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე ეტაპობრივ გადასვლას დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

სამუშაო დღეების შემცირების მიუხედავად, სამუშაო საათების საერთო რაოდენობა კვირაში არ იცვლება, შესაბამისად დღეში ის 9.5 საათამდე გაიზრდება, ხოლო კანონპროექტის შემდგომი განხილვა მომავალ კვირაში იგეგმება.

”ზოგადად, ჩვენ გვჯერა, რომ ეს წინადადება კარგ გავლენას მოახდენს დასაქმებულების კომფორტულ ცხოვრებაზე, მაგრამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა, რათა ის რეალობას უკეთესად მოერგოს”, - განაცხადა "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარემ მეირემ ალმაჯიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system