თავში

ბელგიაში 39 ცხედრის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს

​ბელგიაში 39 ცხედრის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს
ბელგიაში 39 ცხედრის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ლონდონის მახლობლად, სატვირთო მანქანის უკანა ნაწილში ნაპოვნი 39 დაღუპული ვიეტნამელის საქმეზე კიდევ 13 ადამიანი დააკავა.

დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, ბელგიის ტერიტორიაზე 16 ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულთა შორის ვიეტნამის 11 და მაროკოს ორი მოქალაქეა.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ადამიანებით მოვაჭრეების ქსელი რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანის გადაზიდვას ახორციელებდა. ორგანიზაცია აზიიდან, განსაკუთრებით კი ვიეტნამიდან მიგრანტების გადაყვანით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი და კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულები არიან.

ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო.

ვიეტნამის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელებიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system