თავში

ბელგიაში 5 პატიმარი ციხიდან გაიქცა, მიმდინარეობს მასშტაბური სპეცოპერაცია

​ბელგიაში 5 პატიმარი ციხიდან გაიქცა, მიმდინარეობს მასშტაბური სპეცოპე
ბელგიაში 5 პატიმარი ციხიდან გაიქცა, მიმდინარეობს მასშტაბური სპეცოპერაცია

ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციის ტიურნჰაუტის ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა. Der Standaard-ის ინფორმაციით, ისინი საღამოს სეირნობის შემდეგ კედელზე გადაძვრნენ და მანქანაში ჩასხდნენ, რომელიც მათ ელოდებოდა.

ბოროტმოქმედები სასჯელს ძალადობრივი დანაშაულებისთვის იხდიდნენ. ერთ-ერთია ვალიდ სეკაკი, რომლის ძმამ, აშრაფ სეკაკიმ იგივე ციხიდან 2003 წელს მოახერხა გაქცევა. 10 წლის წინ კი ის ბრიუგეს ციხიდან გატაცებული ვერტმფრენის გამოყენებით გაიქცა.

ვალიდ სეკაკი მაროკოში ექსტრადიციას ელოდებოდა. მას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოძიების ფარგლებში ადანაშაულებდნენ. მისი ძმა, აშრაფი ამჟამად მაროკოს ციხეში იხდის სასჯელს.

ბელგიის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამძებრო ოპერაცია დაიწყო. სამუშაოებში ვერტმფრენებიცაა ჩართული.

გამოცემა Le Soir წერს, რომ სამივე პატიმარი დაკავებულია, თუმცა ინფორმაციას პოლიცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system