თავში

ბელგიაში ეპიდვითარების გაუარესების გამო კომენდანტის საათი დაწესდება

ბელგიაში ეპიდვითარების გაუარესების გამო კომენდანტის საათი დაწესდება
ბელგიაში ეპიდვითარების გაუარესების გამო კომენდანტის საათი დაწესდება

ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ბარი და რესტორანი ერთი თვით დაიხურება. 

ბელგიის მთავრობა ასევე კომენდანტის საათს აწესებს. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება შუაღამის 00:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ერთი თვის განმავლობაში აიკრძალა.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 19 ოქტომბრიდან შევა. 

”ვირუსი ჩვენს ქვეყანაზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს. უახლოესი კვირები ძალიან რთული იქნება. ჩვენ უნდა მივიღოთ საჭირო ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ უარესი შედეგები, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროსმა. 

ასევე იკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა 20:00 საათის შემდეგ. დასაქმებულთა უმეტესობისთვის სახლიდან მუშაობა სავალდებულო ხდება. 

ბელგიაში კორონავირუსით სულ 202,151 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაავადებას 10,359 პაციენტი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system