თავში

ბელგიაში "ყალბ" ფესტივალზე პოლიციასა და მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბელგიაში "ყალბ" ფესტივალზე პოლიციასა და მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბელგიაში ყალბ ფესტივალზე პოლიციასა და მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბრიუსელში პირველ აპრილთან დაკავშირებულ ხუმრობას პოლიციასა და ღონისძიებაში მონაწილეებს შორის შეტაკებები მოჰყვა.

ქალაქის ერთ-ერთ პარკში გაიმართა ღონისძიება სახელად La Boom, რომლის უცნობმა ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში ფესტივალის გამართვის შესახებ დააანონსეს და განაცხადეს, რომ იქ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დიჯეი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა ბოლოს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს ხუმრობა იყო. ამის მიუხედავად, ხალხმა შეკრება მაინც გადაწყვიტა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ყალბ ფესტივალზე, სულ მცირე 5 000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს არღვევდნენ. ბრიუსელის მერის განცხადებით, ქვეყანაში მსგავსი სახის შეკრება კორონავირუსის გავრცელების გამო დაუშვებელია.

პოლიციამ ღონისძიებაში მონაწილეებს მოუწოდა, დაშლილიყვნენ, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებდნენ პარკში ყოფნას. ამის შემდეგ პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, ფესტივალში მონაწილეები ძალის გამოყენებით დაეშალა. პოლიციის დარბევას მონაწილეების მხრიდან ბოთლების სროლა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ მათ მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system