თავში

ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა 8 კვირით გაგრძელდა

ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა 8 კვირით გაგრძელდა
ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა 8 კვირით გაგრძელდა

ბელგიის მთავრობამ,  ახალი ტიპის COVID-19 კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დამატებით 8 კვირით გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბელგიაში საგანგებო მდგომარეობა 17 მარტს გამოცხადდა. მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის დატოვება და ქუჩაში გასვლა, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში არის ნებადართული, კერძოდ საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების შესაძენად, ან გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დასახმარებლად. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები, ხოლო ბიზნეს სექტორი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. აკრძალულია ყველა სახის შეკრება, საგანგებო მდგომარეობის წესების აღსრულების მიზნით, ქუჩების მონიტორინგს პოლიცია ახორციელებს.  

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა. მეგი დე ბლოკმა აღნიშნა, რომ ინფექცია აღმავალ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში პიკს მიაღწევს, რის შემდეგაც მისი გავრცელება შემცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system