თავში

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ორი ადამიანი.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვალონიის პროვინცია დაზარალდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ფედერალურ დახმარებას 202 მუნიციპალიტეტი მიიღებს. 

ცნობისთვის, კვირის განმავლობაში ბელგიის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც უპრეცედენტო წყალდიდობა გამოიწვია. სტიქია ბელგიას 14-15 ივლისს დაატყდა თავს, მიყენებული ზარალის ოდენობა ასობით მილიონ ევროს შეადგენს. ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს წყალდიდობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კატასტროფული იყო. მან 20 ივლისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system