თავში

"ბელგიელი რემბო" მკვდარი იპოვეს

"ბელგიელი რემბო" მკვდარი იპოვეს
ბელგიელი რემბო მკვდარი იპოვეს

შეიარაღებული ბელგიელი ულტრამემარჯვენე სამხედრო იურგენ კონიგსი, რომელიც 17 მაისს გაუჩინარდა, ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში მკვდარი იპოვეს. ამის შესახებ The Brussels Times იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

შეიარაღებულ ულტრამემარჯვენე მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში ეძებდენ. ის ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი და რამდენიმე ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, მათ შორის ქვეყნის წამყვან ვირუსოლოგს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სნაიპერი იურგენ კონინგსი ტყეში იმალებდა და იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა თან.

მედიამ და საზოგადოებამ მას "ბელგიელი რემბო" უწოდა. მამაკაცს მიმდევრებიც კი გამოუჩნდნენ, რომლებზეც პოლიციამ ნადირობა გამოაცხადა. სოციალურ ქსელებში კონინგსს უკვე ათობით ათასი მიმდევარი ჰყავდა, რაც მოსახლეობას ძალიან აშინებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system