თავში

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება

ქვეყანას კორონავირუსის ცუნამი უახლოვდება და უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეგი დე ბლოკიმ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რპმ ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, ასევე რამდენიმე რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაა.

ამასთან, ბელგიის ფედერალური მინისტრის, ფრანკ ვანდერბრიუკეს თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე აკონტროლებენ.

"მართლა ძალიან ახლოს ვართ ცუნამთან, როცა ვეღარ გავაკონტროლებთ სიტუაციას. დღეს ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მდგომარეობის კონტროლი, მაგრამ წარმოუდგენელი სირთულეებისა და სტრესის ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოში გადაყვანილ პირთა რაოდენობა ძალიან გაიზრდება, მოგვიწევს სხვა პრობლემის მქონე პაციენტების მკურნალობის გადადება, რაც ასევე საშიშია. ერთადერთი გზავნილი გვაქვს საზოგადოებასთან, დაიცავით საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები“, – განაცხდა ფრანკ ვანდერბრიუკემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system