თავში

ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი იპოვა

ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი იპოვა
ბელგიის პოლიციამ სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი იპოვა

ბელგიაში, სატვირთო მანქანის მაცივარში 12 ცოცხალი მიგრანტი იპოვეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველ უწყებას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც აღმოაჩინა, რომ მის ავტომობილში, რომლითაც ხილი და ბოსტნეული გადაჰქონდა, მიგრანტები შეიპარნენ. 

ადგილზე მისულმა პოლიციამ მანქანაში 12 ზრდასრული კაცი აღმოაჩინა. ისინი სირიიდან და სუდანიდან არიან. მიგრანტები ანტვერპენში, საიმიგრაციო სამსახურის ოფისში გადაიყვანეს. მიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ მაცივარში დიდი ხანი არ გაუტარებიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system