თავში

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი COVID-19-ით რეანიმაციაში გადაიყვანეს

​ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი COVID-19-ით რეანიმაციაში გადაიყვანეს
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი COVID-19-ით რეანიმაციაში გადაიყვანეს

ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი სოფი უილმსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას COVID-19 აქვს. ამის შესახებ Politico Europe წერს.

"მინისტრის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა მისმა პრესმდივანმა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითიზოლაციაში პარასკევს გადავიდა. მან განაცხადა, რომ საეჭვო სიმპტომები აქვს, რის გამოც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ვერ დაესწრო.

შაბათს უილმსა "ტვიტერში" დაწერა, რომ მისი ტესტის პასუხი დადებითია. ვირუსი მას, სავარაუდოდ, ოჯახის წევრისგან გადაედო. წინა კვირას სოფი უილმსი ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ესწრებოდა. ის საუზმეზე ის ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალანბერგის გვერდით იჯდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system