თავში

ბელგიის ვიცე-პრემიერად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

​ბელგიის ვიცე-პრემიერად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს
ბელგიის ვიცე-პრემიერად ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

პირველად ისტორიაში, ბელგიის ვიცე-პრემიერის პოსტზე ტრანსგენდერი ქალი დაინიშნა. 57 წლის პეტრა დე სუტერი ფლამანდიური მწვანეთა პარტიის წევრია. ამის შესახებ The Brussels Times წერს.

უკვე ერთი წელია პოლიტიკოსი ევროპარლამენტის წევრი, ასევე გენტის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი სპეციალიზაცია გინეკოლოგიაა. ის სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის აქტიურად იბრძვის.

პეტრა დე სუტერმა სქესი 40 წლის ასაკში შეიცვალა.

"40 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, სრულყოფილ ქალად ვქცეულიყავი. ამის გამო კოლეგები და მეგობრებიც კი დავკარგე, თუმცა გაცილებით უფრო ბევრი რამ შევიძინე. ბევრს არ გაუმართლა ასე, როგორც მე: მიმიღეს სამსახურში, მიმიღეს პარტნიორებმა, მიმიღო ჩემმა მეორე ნახევარმა", - წერს პერტა დე სუტერი "ტვიტერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system