თავში

ბელგრადსა და პრიშტინას შორის, ოცი წლის შემდეგ, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

​ბელგრადსა და პრიშტინას შორის, ოცი წლის შემდეგ, სარკინიგზო მიმოსვლა აღ

სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბელგრადსა და პრიშტინას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და ორ ქალაქს შორის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ Radio Slobodna Evropa ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა, აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა, რიჩარდ გრენელმა და კოსოვოს ლიდერმა, ჰაშიმ ტაჩიმ მიიღეს.

"ჩვენ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შევთანხმდით. როგორც იცით, ჩვენ ბელგრადსა და პრიშტინას შორის ავიარეისებზე უკვე შევთანხმდით, ასე რომ, ეს ორი ახალი ხელშეკრულებაა", - განაცხადა გრენელმა ხელმოწერის შემდეგ.

კომენტარი კოროვოს ლიდერმაც გააკეთა.

"დღევანდელი შეთანხმება საუკეთესო სიგნალია იმის, რომ რეგიონში მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები იქნება", - განაცხადა ჰაშიმ ტაჩიმ.

სერბეთის დედაქალაქსა და კოსოვოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 1998-1999 წლებში გაჩერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system