თავში

ბენ აფლეკმა ახალი ურთიერთობა წამოიწყო

ბენ აფლეკმა ახალი ურთიერთობა წამოიწყო
ბენ აფლეკმა ახალი ურთიერთობა წამოიწყო

ჰოლივუდის მსახიობის, 47 წლის ბენ აფლეკისა და ახალგაზრდა მსახიობის, ანა დე არმასის ახალი რომანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. წყვილმა ერთმანეთი ფილმ "Deep Water-ის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. გადაღება 1 კვირის წინ დასრულდა. 

გამოცემა"People" წერს, რომ მათ გადასაღები მოედანი ერთად დატოვეს და კერძო თვითმფრინავით გაემგზავრნენ. მოგვიანებით კი ჰავანაში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც წყვილი ერთად დგას და იღიმის. გამოცემას უკვე ეჭვი აღარ ეპარება იმაში, რომ ისინი ნამდვილად ერთად არიან. 

აფლეკი და არმასი ეგზოტიკურ არდადეგებზე ერთად სადილობდნენ, სეირნობდნენ და ჰავანას ქუჩებში ფანებთანაც კი ისაუბრეს.

 

ანა დე არმასი ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში "No Time To Die-ში" ითამაშებს, რომლის პრემიერაც ნოემბერში იგეგმება. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system