თავში

ბენ აფლეკმა "Batman-ზე" და განქორწინებაზე ისაუბრა

ბენ აფლეკმა "Batman-ზე" და განქორწინებაზე ისაუბრა
ბენ აფლეკმა Batman-ზე და განქორწინებაზე ისაუბრა

ამერიკელმა მსახიობმა, ბენ აფლეკმა "The New York Times-სთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "Batman-ის" როლზე უარი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო თქვა. ამ სენმა  მეუღლესთან, მსახიობ ჯენიფერ გარნერთან მისი ოჯახიც დაანგრია და კარიერული წარუმატებლობის მიზეზიც გახდა. 

ბენის თქმით, მასსა და ჯენიფერს შორის დაძაბულობა 2015-2016 წლებში გამწვავდა, რადგან ამ პერიოდში ის ალკოჰოლს აქტიურად მოიხმარდა. მან ასევე დაადასტურა, რომ "ბნელი რაინდის" შესახებ თავისი სოლო ფილმის სცენარი "ვიღაცას" აჩვენა. 

"მითხრეს, რომ სცენარი ნამდვილად კარგი იყო, თუმცა ისიც თქვეს, რომ თუ ამას ისევ ვიზამდი, სასმელი მომკლავდა", - განაცხადა აფლეკმა. 

ცნობილია, რომ აფლეკი "ბეტმენის" შესახებ ახალ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი და მისი რეჟისორიც უნდა ყოფილიყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system