თავში

ბენედიქტ კამბერბეტჩი აფრიკელი პრინცესის შესახებ ფილმზე იმუშავებს

ბენედიქტ კამბერბეტჩი აფრიკელი პრინცესის შესახებ ფილმზე იმუშავებს
ბენედიქტ კამბერბეტჩი აფრიკელი პრინცესის შესახებ ფილმზე იმუშავებს

BBC Film და ბენედიქტ კამბერბეტჩის საპროდიუსინგო სკომპანია SunnyMarch იმუშავებენ ბიოგრაფიულ ფილმზე სარა ფორბს ბონეტის შესახებ. ის დასავლეთ აფრიკის ეგბადოს ტომის პრინცესა იყო, რომელმაც ომში მშობლები დაკარგა, მონობაში მოხვდა, 1850 წელს კი ის ინგლისში ჩამოიყვანეს, როგორც დედოფალ ვიქტორიასთვის განკუთვნილი "საჩუქარი".

დედოფალმა სარა მონათლა და გაათავისუფლა.

მთავარ როლზე "ოსკარის" ნომინანტი და "ტონის მფლობელი" სინტია ერივო დაამტკიცეს.

”ნიგერიული წარმოშობის ბრიტანელი ქალისთვის დიდი პატივია, შეძლოს ნიგერიული წარმოშობის კიდევ ერთი ბრიტანელი ქალის ამბის მოყოლა, რომლის სახელი ამ დრომდე ისტორიის წიგნებიდან წაშლილი იყო. მის სარა ფორბს ბონეტის ცხოვრება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ომობა აინა, ჩემი გულწრფელი ვნებაა და ძალიან მიხარია, რომ შევძელი პარტნიორების პოვნა, იმისთვის, რომ მისი ისტორია მოვყვე და მას ხმის უფლება მივცე”, - აღნიშნა მსახიობმა ოფიციალურ განცხადებაში.

ფილმის ავტორების თქმით, ფილმში სარა ნაჩვენებია, როგორც მიზანდასახული ქალია, რომელმაც ბრიტანულ არისტოკრატიულ გარემოში თავისი ადგილი დაიკავა, საკუთარი თავი მიიღო და სიყვარული იპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system