თავში

ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსზე აიცრა

ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსზე აიცრა
ბენიამინ ნეთანიაჰუ კორონავირუსზე აიცრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში პირველი პირია, რომელიც კორონავირუსზე აიცრა. ნეთანიაჰუს Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა ტელ ჰაშიომერის სამედიცინო ცენტრში გაუკეთეს.

ისრაელის პრემიერის აცრის ცერემონია ისრაელის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვაქცინის მეორე დოზას 21 დღის შემდეგ მიიღებს.

მოქალაქეების მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში 20 დეკემბრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო მუშაკები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები და მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system