თავში

ბენქსიმ კორონავირუსს ახალი ნამუშევარი მიუძღვნა - PHOTO

​ბენქსიმ კორონავირუსს ახალი ნამუშევარი მიუძღვნა
ბენქსიმ კორონავირუსს ახალი ნამუშევარი მიუძღვნა - PHOTO

ბრიტანელმა სტრიტ-არტ მხატვარმა, ბენქსიმ "ინსტაგრამზე" ახალი ნამუშევარი გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) თანამშრომლებს მიუძღვნა.

ნამუშევარზე გამოსახულია კომბინეზონიანი ბიჭი, რომელიც მედდა-სუპერგმირის თოჯინით თამაშობს. მას პირბადე უკეთია და ლაბადა აცვია. გვერდით დევს სანაგვე ყუთი, სადაც კომიქსების პერსონაჟები, ბეტმენი და ადამიანი ობობა გდია.

The Guardian წერს, რომ გამოსახულება, სახელწოდებით "Game changer" საუთჰემპტონის ერთ-ერთი საავადმყოფოს დერეფანში გაჩნდა. იქვე იყო მხატვრის გზავნილი მედიკოსებისადმი.

"მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი სურათი ამ ადგილს ოდნავ გაანათებს, მიუხედავად იმისა, რომ ის შავ-თეთრია", - წერს ბენქსი. 

მოგვიანებით, ბენქსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ნახატს აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა NHS საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაირიცხება. 

View this post on Instagram

. . Game Changer

A post shared by Banksy (@banksy) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system