თავში

ბენქსის დაფლეთილი ნახატი რეკორდულ 25,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

​ბენქსის დაფლეთილი ნახატი რეკორდულ 25,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
ბენქსის დაფლეთილი ნახატი რეკორდულ 25,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბენქსის ნახატი, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც იგი ქაღალდების სალიკვიდაციო აპარატში თითქმის განადგურდა, ლონდონში აუქციონზე რეკორდულ 18.6 მილიონ გირვანქა სტერლინგად (25.4 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა.

აუქციონს Sotheby's ატარებდა.

ცნობისთვის, რამდენიმე ნამუშევარზე საავტორო უფლებების დასაბრუნებლად, ბრიტანელ ქუჩის მხატვარ ბენქსის ვინაობის გამჟღავნება მოუწევს.

გრაფიტის მხატვარი ბენქსი, რომლის მთავარი თემატიკა სოციალური უთანასწორობა და ხელისუფალთა ფარისევლობაა, ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს საკუთარ ვინაობას. მისი ძალიან ახლო თანაშემწეების გარდა, არავინ იცის, როგორ გამოიყურება ის და რა ჰქვია სინამდვილეში. მისი ნამუშევრების ფასი აუქციონზე მილიონობით დოლარადაა შეფასებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system