თავში

ბენქსის მედიცინის გმირების ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ბენქსის მედიცინის გმირების ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა
ბენქსის მედიცინის გმირების ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა

ბენქსის მედიცინის გმირების ნახატი რეკორდულ ფასად, 23 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატი ექთნის გამოსახულებით ქუჩის მხატვრის ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად იქცა.

მან იგი ტილოზე ზეთით 2020 წელს, "ლოქდაუნის" დროს დახატა. ის პანდემიასთან მებრძოლი ექიმების გმირობას ეძღვნებოდა და იგი საუთჰემპტონის  საავადმყოფოს მადლობის თანდართულ წერილთან ერთად გადაეცა. ცნობილია, რომ გაყიდვიდან მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებს მოხმარდება.

"აი, აქ არის კიდევ ერთი და ალბათ, მთავარი გზა ახლა, რომ დავეხმაროთ ექიმებს, რომლებიც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის სათავეში არიან, ეს არის ვაქცინაცია. მოდით ეს ერთად გავაკეთოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, მით უფრო მალე გამოვალთ პანდემიიდან", - განაცხადა მხატვარმა.

შეგახსენებთ, რომ სურათზე პატარა ბიჭია გამოსახული, ის იატაკზე ზის და ექთნის ფორმაში ჩაცმული თოჯინით თამაშობს. სხვა სუპერგმირები - ბეტმენი და კაცი-ობობა ნაგავშია გადაგდებული.

ნახატის ზომა ერთი მეტრია და ის შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული. აუქციონზე ორიგინალი გაიყიდება, საავადმყოფოში კი ნახატის ასლი დარჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system