თავში

ბენქსის ნახატი თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბენქსის ნახატი თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა
ბენქსის ნახატი თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბრიტანელი გრაფიტი-მხატვრის, ბენქსის ნახატი, სახელწოდებით "მაჩვენე მონე" (Show me the Monet) ლონდონში, Sotheby's აუქციონზე 7,6 გირვანქა სტერლინგად (9,8 მილიონი დოლარი) გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი "ტვიტერზე" წერს.

თავის ნამუშევარში ქუჩის ოსტატმა კლოდ მონეს შედევრზე "იაპონური ხიდი" მიუთითა.

Sotheby's ინფორმაციით, აუქციონი 8 წუთს გაგრძელდა და ნახატი აზიელმა ინვესტორმა შეიძინა.

ბენქსის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი "გადაცემული პარლამენტია" (Devolved Parliament). მასზე ბრიტანეთის პარლამენტში მსხდომი მაიმუნებია გამოსახული. 2019 წელს ნახატი 9,9 მილიონ გირვანქა სტერლინგად (12 მილიონი დოლარი) გაიყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system